ლიტერატურული პრემია „მუზას“ მოკლე სია გამოქვეყნდა

ლიტერატურული პრემია „მუზას“ მოკლე სია გამოქვეყნდა. კულტურის  ინფორმაციით,,კონკურსის გამარჯვებულთა ვინაობა დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი, რომელიც 20 დეკემბერს მწერალთა სახლში გაიმართება.

წლევანდელი მოკლე სია ასეთია:
1. ნომინაცია – წლის საუკეთესო რომანი
● ვანო ჩხიკვაძე, „გვირაბი”, გამომცემლობა „მერიდიანი”.
● ნოდარ მაჭარაშვილი, „კვაზიმოდოს ქალაქი“, ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო.
● დანი ადამელია, „ნისლი შენამდე…”, გამომცემლობა „წიგნი+ერი“.
2. ნომინაცია – წლის საუკეთესო პროზაული კრებული
● გიორგი სოსიაშვილი, „იალები“.
● ზელიმხან მაღრაძე, „მთვლემარე რაინდები“.
● ნინო ქუთათელაძე, „სიზმრების ქარავანი“.
3. ნომინაცია – წლის საუკეთესო პოეტური კრებული
● გოჩა სხილაძე, „აალება“.
● ეთერ თათარაიძე, „პოეზია”, გამომცემლობა „ნეკერი”.
● ლელა ცუცქირიძე, „ეს ამბავი ჩვენზეა”.
4. ნომინაცია – წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესე
● მანანა თევზაძე, „რუსთაველის თეატრის შენობის ისტორიისათვის”, გამომცემლობა „დედაენა“.
● ბორის დავითაია, „ბებე (ქართველი მიურატები)”.
● მაკა ჯოხაძე, „ღვთისმშობლის ღიმილი“.
5. ნომინაცია – წლის საუკეთესო დებიუტი (აღმოჩენა)
● ოთარ მუზაშვილი, „ტაკიმასხარა მეფე”, „მომავლის სოფელი”.
● გიორგი ოქრუაშვილი, „მაკრიტი – ტურები მგლების ბუნაგთან”.
● თეა ირემაშვილი, „არჩევანი”.
6. ნომინაცია – წლის საუკეთესო თარგმანი
● ნიკოლოზ შამუგია, „ღიღილოები” (უცხოელ მწერალთა ნაწარმოებების ანთოლოგია).
● მაგდა მჭედლიძე, პლატონის „გორგია“, აზროვნების აკადემია.
● ნანა ტონია, ევრიპიდეს „ალკესტისი“.
7. ნომინაცია – წლის საუკეთესო კრიტიკა/რეცენზია
● მანანა თევზაძე, რეცენზია რობერტ სტურუას სპექტაკლისა „თამაშის დასასრული”.
● ნინო ხოფერია, „პაოლო იაშვილის ლიტერატურული მისტიფიკაცია და მისი შედეგები”.
8. ნომინაცია – წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება
● მაია შენგელია, „უკანასკნელი უბიხი”.
● ბესო ხვედელიძე, „ხიდჩატეხილობა” (პიესების კრებული), გამომცემლობა „აგორა”.
● გიორგი ჩალაძე, „ტელემაქეა“.
9. ნომინაცია – წიგნის საუკეთესო დიზაინი
● მანანა თევზაძე, „რუსთაველის თეატრის შენობის ისტორიისათვის“, გამომცემლობა „დედაენა“.
● ნინო ჯიშკარიანი, მერაბ გეწაძე, „ქართული შრიფტი გრაფიკოს-დიზაინერებისთვის“, გამომცემლობა „მერიდიანი”.
● დარია ცინცაძე, პლატონი – „გორგია“, აზროვნების აკადემია.
10. ნომინაცია – წლის საუკეთესო ინოვაციური ლიტერატურული პროექტი
● გურამ მეგრელიშვილი, „როგორ დავწერო ჩემი პირველი მხატვრული ნაწარმოები“, აზროვნების აკადემია.
● გივი ჩიღვინაძე, „მოდინახეს ციხე”.
მე-11 ნომინაციის – „ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილი“ – გამარჯვებული, ფინალისტების დასახელების გარეშე, დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები