ირაკლი ალასანია საკვირაო ქადაგებას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და შეიარაღბული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დღეს სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის საკვირაო ქადაგებას დაესწრნენ.
“ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ პატრიარქმა თავის ქადაგებაში ჯარზე ილაპარაკა, დალოცა ჯარი. იცით, რომ ჩვენ ძალიან ძლიერი სამხედრო მოძღვრების ინსტიტუტი გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის. საერთაშორისო მისიებშიც ყოველთვის სამხედრო მოძღვრები მიყვებიან ჩვენს სამხედროებს და ეს ძალიან სჭირდება მათ სილიერი სიმტკიცისთვის. იცით, რომ მეომარს, ვაჟკაც ჯარისკაცს აუცილებელია ჰქონდეს ძლიერი რწმენა, რომ ერთგულად ემსახუროს თავის ქვეყანას და თავის ხალხს. ამიტომ ამის სამართლებრივი დარეგულირება მოხდა დღეს ამ შეთანხმებით და ძალიან ბედნიერები ვართ ყველანი, გენერალიტეტით დაწყებული ჩვეულებრივი ჯარისკაცით დამთავრებული, რომ პატრიარქმა ასეთი მაღალი ნდობა, მხარდაჭერა და სიყვარული გამოავლინა საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები