რუსთავის N6 ციხის საპირფარეშოში გარდაცვლილი პატიმარი იპოვეს
რუსთავის მეექვსე საპატიმრო დაწესებულებაში თანასაკნელებმა საპირფარეშოში გარდაცვლილი პატიმარი იპოვეს.
როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილი პატიმარი თანასაკნელებმა საპირფარეშოში წუხელ გვიან ღამით ნახეს.
“საქმე აღძრულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დამატებითი ინფორმაციის გამოვლენის შემთხვევაში შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს”, – აცხადებენ სამინისტროში.
აღენიშნება თუ არა გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები, ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.