მიხეილ სარჯველაძე: მამუკა მდინარაძის მიმართ მოწყობილი პროვოკაცია კატეგორიულად მიუღებელია
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ის, რის უფლებასაც ცალკეული ადამიანები აძლევენ თავს, კატეგორიულად მიუღებელია. მან კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზეც, რომლის თანახმად მოქალაქემ მამუკა მდინარაძეს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც მდინარაძემაც შეურაცხყოფით უპასუხა.
“ის, რის უფლებასაც თავს აძლევენ ცალკეული ადამიანები, მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით რაც იყო, ან რატი იონათამიშვილთან დაკავშირებით, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ყველას ვთხოვ მეტ თავშეკავებას და მეტი მოზომილ საქციელს, რათა მერე არ აღმოჩნდეს, რომ ვინმეს პასუხის გაცემის შერცხვეს, სხვას რომ თავი დავანებოთ და პასუხისმგებელი არ აღმოჩნდეს საკუთარი ქმედებებისთვის და საკუთარი სიტყვებისთვის,” – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, გიორგი ფარცვანია, რომელმაც მამუკა მდინარაძისათვის პროვოკაციის მოწყობა სცადა, წარსულში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ბრალდებით არის გასამართლებული.