ნიკა მელია: სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ყველამ უნდა გადავწყვიტოთ, ვეგუებით რეალობას თუ არა

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ყველამ უნდა გადავწყვიტოთ, ვეგუებით რეალობას თუ არა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა.

ნიკა მელიას შეფასებით, უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების მაღალი ალბათობა არსებობს.

„მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი უარყოფითი გადაწყვეტილება, ღმერთმა დაგვიფაროს, საწყენი იქნება, მაგრამ რეალობა ჩვენ გვაიძულებს, რომ ეს მაღალი ალბათობა დავუშვათ. თუ ამას ექნება ადგილი, ამის შემდეგ ჩვენც, თქვენც, ჟურნალისტებმაც, უნდა გადავწყვიტოთ ვეგუებით რეალობას, თუ არ ვეგუებით. მე ვფიქრობ, ოჯახის პოზიცია, თავად სააკაშვილის პოზიცია ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში იყო ის სტრატეგია, რასაც ადგილი ჰქონდა. ჩვენც მაქსიმალურად ვიყავით კოორდინაციაში ამ სტრატეგიის განვითარებასთან ერთად, არა ხელოვნურად, არამედ ბუნებრივად, იმიტომ რომ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა და გახდა საჭირო, რომ სხვადასხვა ექსპერტთა ჯგუფებს შესაბამისი დასკვნები დაედო”, – განაცხადა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები