შალვა ხაჭაპურიძე – სააკაშვილის პროცესზე დასწრებაზე: მზაობა გამოთქვა მოსამართლემ, დიახ – ჩაერთვება

მზაობა გამოთქვა მოსამართლემ, დიახ – ჩაერთვება, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას – ჩაერთვება თუ არა დისტანციურად მიხეილ სააკაშვილი მომდევნო პროცესზე.

მისი თქმით, გადადების ორი მიზეზი დასახელდა, ერთ-ერთი დისტანციურად ჩართვისთვის ტექნიკური მომზადება იყო, მეორე კი ის, რომ სასამართლომ ომბუდსმენის მოსაზრება და დამატებითი დოკუმენტაციები მიიღო, რომელთა გაცნობასაც დრო სჭირდება.

“ორი კალენდარული სამუშაო დღე არის, ტექნიკურად, როგორც ჩანს, ეს საჭირო იყო. ცუდად არის, გასაგებია მაგრამ ჩვენი პოზიციაც არის, რომ ჩვენ გვინდა, ამ პროცესზე ამ ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, პროცესი ისე ვერ ჩატარდება. წარმოუდგენელია, მიიღოს სასამართლომ გადაწყვეტილება ისე, რომ ადამიანი არ ესწრებოდეს პროცესს”, – თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები