საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართება

13 დეკემბერს, 19:30 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე, ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022-ის დასკვნითი კონცერტი გაიმართება.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, მონაწილებენ:
ფოლკლორული ანსამბლი „ელესა“, ქედა;
ფოლკლორული ანსამბლი ,,რიჰო”, მესტია;
ხალხური სიმღერის ანსამბლი ,,ჩელა” (ვეტერანები), ზუგდიდი;
ფოლკლორული ანსამბლი „საგალობელი“, ამბროლაური;
ფოლკლორული ანსამბლი “ქალთიდი”, მესტია, ეცერი;
მგალობელთა გუნდი „იადგარი“, ქუთაისი;
ფოლკლორული ანსამბლი „იამე“, თერჯოლა;
ბიძინაშვილების საოჯახო ანსამბლი, თელავი;
გერსამიების საოჯახო ანსამბლი, ქუთაისი;
მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“, თბილისი;
ინდივიდუალური შემსრულებლები ჩონგურზე: შუახევი, ქუთაისი;
ფოლკლორული ჯგუფი ,,ადილეი”, თბილისი;
ხალხური სიმღერის ანსამბლი ,,შილდა”, ყვარელი, შილდა;
გოგოჭურების საოჯახო ანსამბლი, ხევსურეთი-თბილისი;
ტრადიციული მუსიკის ანსამბლი ,,მარგალიტი”, თბილისი;
გოგუცა ხერგიანი – ავტორ-მთქმელი, მესტია;
ბესო ჭითანავა – ავტორ-მთქმელი, შემკრები,ზუგდიდი;
ცოტნე ალბუთაშვილი – ავტორ-მთქმელი, შემკრები, თიანეთი;
ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ფესვები”, შუახევი;
ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,გურია”, ოზურგეთი;
ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ახალციხე”, ახალციხე;
ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,იმერეთი”, თერჯოლა;
აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის ვეტერანები.
ღონისძიება ეძღვნება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლისთავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები