ანრი ოხანაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენა მაქსიმალურად ღიად მიმდინარეობს
სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ჯგუფებიდან პოლიტიკური ოპონენტები დიდად არ აქტიურობდნენ ამ დღეების განმავლობაში საკომიტეტო სხდომაზე, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ,
ანრი ოხანაშვილმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
„მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს, მაქსიმალურად ღიად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ჯგუფები ესწრებოდნენ ამ სხდომებს და დასვან შეკითხვები. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ჯგუფებიდან პოლიტიკური ოპონენტები დიდად არ აქტიურობდნენ ამ დღეების განმავლობაში საკომიტეტო სხდომაზე“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების მოსმენა გრძელდება.
იურიდიული კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები 6 წევრს მოუსმენენ.
კანონმდებლები, ჯამურად, 32 კანდიდატს მოუსმენენ, აქედან 5 კანდიდატს გუშინ უკვე მოუსმინეს. წევრების ასარჩევად 90 კანონმდებლის ხმაა საჭირო.