გივი მიქანაძე – საარჩევნო რეფორმაზე: ველოდებით, რომ იურიდიული კომიტეტი მოიწონებს და მხარს დაუჭერს ცვლილებათა პაკეტს

ველოდებით, რომ დღეს იურიდიული კომიტეტი მოიწონებს და მხარს დაუჭერს ცვლილებათა პაკეტს, – ასეთი მოლოდინები აქვს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილეს, გივი მიქანაძეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით.

„ველოდებით, რომ დღეს იურიდიული კომიტეტი მოიწონებს და მხარს დაუჭერს ცვლილებათა პაკეტს, რაც შესაძლებელს გახდის, რომ პლენარულ სხდომაზე ეს პაკეტი მეორე მოსმენით იყოს განხილული და პარლამენტის მხარდაჭერა მოიპოვოს კონკრეტულმა ცვლილებებმა, რაც ასახავს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის წარმოდგენილი“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები