პარლამენტში დღეს 2022 წლის ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანაზე იმსჯელებენ
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე დღეს პარლამენტში იმსჯელებენ. პროექტი სხვადასხვა მიმართულებით ბიუჯეტის მოცულობის გაზრდას ითვალისწინებს.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები 2022 წლის ეკონომიკური ზრდის შედეგია.
„საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შედეგად გაცილებით მეტი შემოსავალი შევიდა ბიუჯეტში,რამაც საშუალება მისცა სახელმწიფოს მეტი ხარჯები გაეღო სოციალური ხასიათის პროგრამებისთვის, როგორიცაა მაგალითად დევნილთა განსახლების პროგრამები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, გაზიფიცირების პროგრამაზეც გარკვეული ხარჯებია გათვალისწინებული, ასევე სპორტის, განათლების და კულტურის მიმართულებით დამატებითი ხარჯებია გაცემული“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.