ირაკლი კობახიძე: ნინო ლომჯარიას საქმიანობამ 5 წელი უსახელოდ ჩაიარა – ის პირდაპირ იყო შესული პოლიტიკაში და მიჰყვებოდა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს

ნინო ლომჯარიას საქმიანობამ 5 წელი უსახელოდ ჩაიარა. დღეს ვსაუბრობდით იმაზე, რა უნდა იყოს სახალხო დამცველის შერჩევის კრიტერიუმები. ესენი უნდა იყოს: პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება და მიუკერძოებლობა, რაც ორივესთან არის კავშირში, – ლომჯარიას არც ერთი ჰქონდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისივე თქმით, ის პირდაპირ იყო შესული პოლიტიკაში და მიჰყვებოდა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს.

„ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამით ჩვენ რეალურად ვერაფერი დაგვაკლო. ერთადერთი, რაც დააზიანა, იყო ქვეყნის ინტერესები. სახალხო დამცველი არის კონსტიტუციური ორგანო და პრაქტიკულად ხელისუფლების წარმომადგენელი აწარმოებდა იმ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ხელისუფლების ორგანოს სახელით, რომელსაც ზოგადად აწარმოებს „ნაციონალური მოძრაობა“. შესაბამისად, გარკვეული ზიანი მოუტანა ქვეყანას მისმა საქმიანობამ, მაგრამ ხელისუფლებას ვერაფერი დააკლო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები