ირაკლი კობახიძე: სააკაშვილს არათუ არ უწევს ისეთ სისტემაში ყოფნა, როგორიც თვითონ შექმნა, არამედ ის არის პრივილეგირებული სხვა პატიმრებთან შედარებით

პატიმარს, პაციენტს უნდა უმკურნალო – ეს არის ხელისუფლებისა და შესაბამისი უწყებების პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობების მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს არათუ არ უწევს ისეთ სისტემაში ყოფნა, როგორიც თვითონ შექმნა, არამედ ის არის პრივილეგირებული სხვა პატიმრებთან შედარებით.

„შეგახსენებთ, რომ ციხეებში ის მდგომარეობა აღარ არის, რაც იყო 2012 წლამდე, სადაც ჯანმრთელი შედიოდა ადამიანი და გამოდიოდა დაავადებული. რატომ? იმიტომ, რომ იყო წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება და ათასი უბედურება, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზემოქმედების უამრავი, უსასტიკესი ფორმა. ეს სისტემა შექმნა მათ შორის მიხეილ სააკაშვილმა. ეს ყველაფერი დამთავრდა ყველა პატიმრისთვის. სააკაშვილს არათუ არ უწევს ისეთ სისტემაში ყოფნა, როგორიც თვითონ შექმნა თავის დროზე, არამედ ის არის პრივილეგირებულიც კი, სხვა პატიმრებთან შედარებით. იგივე ვითარებაში სხვა პატიმარი არ მგონია დღეს საავადმყოფოში ყოფილიყო – რაც იკვეთება, დიაგნოზი ვერ გამოჰქონდათ თქვეების განმავლობაში. რაც იკვეთება, არავითარი საფუძველი საავადმყოფოში ყოფნისთვის არ არსებობდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები