იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის ელჩთან ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩ ჭოუ ციენს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების გზებზე ისაუბრეს.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩინეთთან სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა ელჩის პირადი მხარდაჭერა მიმდინარე წლის სექტემბერში „ჰუალინგ პლაზაში“ იუსტიციის სახლის ფილიალის გახსნის პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები