ბექა დავითულიანი – მიხეილ სააკაშვილზე: ეს ადამიანი არ კვდება და ღმერთმა არ ქნას, მოკვდეს

ეს ადამიანი არ კვდება და ღმერთმა არ ქნას, მოკვდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არავის ინტერესში არ შედის, რომ ყოფილ პრეზიდენტს რამე მოუვიდეს.

„რა თქმა უნდა, სააკაშვილის ფიგურა პოლიტიკური შემადგენლის მქონეა, ვინაიდან, ეს ასეა, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება პოლიტიკური რეზონანსიც. ჯვარი წერია, რამე მოუვიდეს, ეს არავის ინტერესში არ არის და პირველ რიგში, არ არის სახელმწიფოს ინტერესში, რომ პატიმარი მოუკვდეს, მათ შორის, პატიმარი სააკაშვილი. რა თქმა უნდა, ამას პოლიტიკური შემადგენელი ექნება. ჯვარი გვწერია, ეს არ მინდა რომ მოხდეს და არავის უნდა, მაგრამ რომელიმე პატიმარს რამე რომ დაუშავდეს, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს და რაღაცა პასუხისმგებლობა დადგება. პოლიტიკური მდგენელით თუ დადგა ეს პასუხისმგებლობა, გავარჩევთ. ეს ადამიანი არ კვდება და ღმერთმა არ ქნას, მოკვდეს“, –  განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები