ამირან სალუქვაძე – უკრაინიდან შეძენილ სამხედრო ტექნიკაზე: პორტიდან სამხედრო ნაწილამდე ვერ მივიდა, ჩამოთვლილი ტექნიკიდან ნაწილი საქართველოში საერთოდ არ შემოსულა

ექსპერტი ამირან სალუქვაძე „ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს მიერ უკრაინისგან შეძენილი შეიარაღება მეტწილად ტექნიკურად გაუმართავი გამოდგა.

„ომამდე იყო სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა, სამხედრო ვაჭრობა, ასე დავარქვათ, ჩვენ ვყიდულობდით იარაღს. ჩამოსვლისთანავე პორტიდან სამხედრო ნაწილამდე ვერ მივიდა ტექნიკა, ეს უკვე მეტყველებს საკმაოდ ზედაპირულ და ზერელე დამოკიდებულებაზე“, – აცხადებს ამირან სალუქვაძე „ქრონიკის“ სიუჟეტში.

მისი თქმით, უკრაინიდან შეისყიდეს შეიარაღების მთელი სპექტრი, დაწყებული საბრძოლო მასალებიდან, დამთავრებული როგორც სახმელეთო ჯარების, ასევე საჰაერო თავდაცვის ტექნიკით.

როგორც მან აღნიშნა, ჩამოთვლილი ტექნიკიდან ნაწილი საქართველოში საერთოდ არ შემოსულა.

„შევისყიდეთ შეიარაღების მთელი სპექტრი, დაწყებული საბრძოლო მასალებიდან, დამთავრებული როგორც სახმელეთო ჯარების, ასევე საჰაერო თავდაცვის ტექნიკით. იქ არის საავიაციო ტექნიკა, საჰაერო თავდაცვის, ტანკები, საბრძოლო მანქანები და ა.შ.

ომამდე იყო სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა, სამხედრო ვაჭრობა, ასე დავარქვათ, ჩვენ ვყიდულობდით იარაღს და ომის შემდეგ ამას მოყვა უარყოფითი რეაქცია. თავად რატომ არ შედიან ჩვენ მდგომარეობაში, ჩვენ შევედით მაშინ მათ მდგომარეობაში.

ჩამოსვლისთანავე პორტიდან სამხედრო ნაწილამდე ვერ მივიდა ტექნიკა, ეს უკვე მეტყველებს საკმაოდ ზედაპირულ და ზერელე დამოკიდებულებაზე.

ორფოლოს პოლიგონზე როცა ძალიან დიდი რაოდენობით ტექნიკა დადგა პირდაპირ, იქ არის ჩამოთვლილი ტექნიკა, რომელთა ნაწილი საქართველოში საერთოდ არ შემოსულა“, – ამბობს ამირან სალუქვაძე „ქრონიკასთან“ საუბარში.

როგორც სიუჟეტშია აღნიშნული, შეიარაღების შესაძენად საქართველო-უკრაინას შორის ხელშეკრულებები 2008 წლის აგვისტოს ომამდე ფორმდებოდა და არა ომის დროს, ან მას შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები