ირაკლი კობახიძე: “ნაცმოძრაობას“ და ე.წ. ტროიკას შორის არავითარი განსხვავება არაა

“რაც  უნდა ერქვას ამა თუ იმ პარტიას, ყველა არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ერთიანი ცოდვების ისტორიით და ერთიანი, ბოლშევიკური მენტალიტეტით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერებს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პარტიებს შორის განსხვავება არ არის.

„ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ სამეულს, ე.წ. ტროიკას შორის არავითარი განსხვავება არაა – არც პოლიტიკური მიზნების არც მენტალიტეტის თვალსაზრისით. ისინი არიან ერთიანი, ბოლშევიკური გაერთიანების შემადგენელი ნაწილი, მათი ხშირი შეხვედრები აბსოლუტურად ლოგიკურია. ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები