რატი იონათამიშვილი: ქვეყანა, რომელიც ოკუპაციას ებრძვის, ცხადია, იქნება ჩვენი მხარდაჭერის ობიექტი

“უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა არც უკრაინის ხელისუფლებაზე და არც იმ ნებისმიერ აქტორზეა დამოკიდებული, რომელიც ვიცით, რომ საქართველოს მიმართ მტრული განწყობებით გამოდის, ეს ჩვენს რწმენასა და სწორი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაზეა დამოკიდებული, რისი პასუხისმგებლობაც ჩვენ გაგვაჩნია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის პოზიციაა, რომ ქვეყანა, რომელიც ოკუპაციას ებრძვის, მათი მხარდაჭერის ობიექტი იქნება.

„ჩვენ ვალდებულები ვართ, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამოვიდეთ. თუ ვხედავთ, რომ სადმე მათი უსინდისოდ მოტყუება ხდება, ამის შესაძლებლობას სხვას არ მივცემთ. ეს არის გამოხატულება იმ პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულებისა, რომელიც თითოეული მოქალაქის მიმართ გაგვაჩნია. ჩვენი ხელისუფლება არის ერთ-ერთი ყველაზე პროაქტიული, როდესაც საუბარია პოლიტიკურ თუ ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე. შესაბამისად, ეს მხარდაჭერა არ არის დამოკიდებული არც უკრაინის ხელისუფლებაზე და არც იმ ნებისმიერ აქტორზე, რომელიც ვიცით, რომ საქართველოს მიმართ მტრული განწყობებით გამოდის და ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელ განცხადებებსაც აკეთებს. ეს დამოკიდებულია იმ რწმენაზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და სწორი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაზე, რისი პასუხისმგებლობაც ჩვენ გაგვაჩნია. ქვეყანა, რომელიც ოკუპაციას ებრძვის, ცხადია, იქნება ჩვენი მხარდაჭერის ობიექტი, ეს არის ჩვენი პოზიცია“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები