ალექსანდრე რაქვიაშვილი: „ნაცმოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ქმედებები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათი პოზიცია არაგულწრფელია
„ნაცმოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ქმედებები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათი პოზიცია არაგულწრფელია, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საარჩევნო კოდექსისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტებში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ოპოზიციის ამ ნაწილის ქმედებები დაუშვებელია.
„ნაციონალური მოძრაობა“ და სტრატეგია აღმაშენებელი“ არ იღებენ მონაწილეობას ამ სამუშაო ჯგუფში, მაგრამ მაინც ხვდებიან „ქართულ ოცნებას“, არჩევენ საკანონმდებლო ცვლილებებს და მაშინ ვერ გავიგე, ბარემ ჯგუფში მოსულიყვნენ. ვაშაძის პოზიციის გათვალისწინებით, რომ ამბობს, ამ რუსულ პარლამენტში არაფრის კეთება შეიძლება, გარდა ამ 12 პუნქტისა და ისიც მხოლოდ ღიადო, თან, ასე იქცევა, ჩემი აზრით ყოვლად დაუშვებელია და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მათი პოზიცია არაგულწრფელია“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.