მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ომში წასვლის მსურველებს სთავაზობენ ანაზღაურებას და არ უხსნიან, რომ თუ საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხება, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ომში წასვლის მსურველებს სთავაზობენ ანაზღაურებას, ახდენენ მათ რეკრუტირებას და არ უხსნიან კანონის ნორმას, რომლის თანახმადაც, თუ საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხება, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„გუშინ ცნობილი გახდა უმძიმესი სკანდალის შესახებ, რომელსაც ორი სრული დღის განმავლობაში უარყოფდნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ტელევიზიებისა და სპიკერების მეშვეობით კატეგორიულად უარყოფდა იმ ფაქტს, რომ ვინმე უკრაინაში ქართველი მებრძოლების წაყვანას აორგანიზებს. გუშინ და გუშინწინ საღამოდანვე  „სქრინით“ ჩვენ გავიგეთ, რომ პირდაპირ Facebook-ში იყო გამოცხადებული მიიღება და შემდეგ უკვე ერთ-ერთი ტელევიზიის ექსპერიმენტით ცნობილი გახდა, რომ მსურველებს, მათ შორის, სთავაზობენ ანაზღაურებას, ახდენენ მათ რეკრუტირებას და არ უხსნიან კანონის ნორმას, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქე თუ სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხება, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. ეს რას ნიშნავს?! ისინი პიარს აწარმოებენ ამ სკანდალის გადასაფარად, ამბობენ, რომ ეს კანონი „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ მიიღო, რომ ვიღაცის დასჯა უნდა. ამ დროს, მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ 1983 წლის რედაქციაშიც კი, კანონის ეს ნორმა უცვლელი და ანალოგიური შინაარსით იყო“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები