მამუკა მდინარაძე: კაცს რომ ეტყვი, მდინარაძემ განაცხადა, მოქალაქეობას გართმევენო, ეს არის ბინძური ტყუილი

ჯერ ერთი, აბრაზებენ იმ ხალხს, ატყუებენ და შესაძლოა, ვიღაცას გულწრფელი ემოციაც ჰქონდეს. კაცს რომ ეტყვი, მდინარაძემ განაცხადა, მოქალაქეობას გართმევენო, ეს არის ბინძური ტყუილი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის იმის თქმა, რომ მათ მოქალაქეობას ართმევენ, ბინძური პროვოკაციაა.

„ჩვენი კოლეგა იყო უკრაინაში და ის არ ირიცხებოდა სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში. აქ საუბარია ოფიციალურ ჩარიცხვაზე. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს რომელიმე დანაყოფის ოფიციალურ წევრობაზე. ასეთი ოფიციალური ფაქტი არ დამდგარა და მსგავსის შესახებ არ ყოფილა საქართველოს სახელმწიფო ინფორმირებული. თუ ეს ოფიციალური დოკუმენტებით დადასტურდება, თან თუ აღმოიფხვრა მანამ, კანონის დათქმაც არის, ვიდრე ოფიციალური ორგანოებისთვის არ გახდა ცნობილი, რომ ირიცხებიან და თუ აღმოიფხვრა ეს, ამ შემთხვევაშიც არ კარგავენ მოქალაქეობას. ამიტომ ახლა სპეკულაცია და იმ ხალხის გაგიჟება, რომ მდინარაძემ თქვა, ვიღაცამ თქვა, რომ თქვენ მოქალაქეობის ჩამორთმევას გიპირებენ, ისეთი ბინძური პროვოკაციაა, როგორიც წინა დღეებში იყო. არაოფიციალური ინფორმაცია როგორ შეიძლება გახდეს ოფიციალური გადაწყვეტილების საფუძველი. მაგალითად ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს რომელიმე მოქალაქე ოფიციალურად ირიცხება უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში, ეს შეიძლება გახდეს საფუძველი, მაგრამ ამის შესახებ კი არ მისაუბრია, ბინძური სპეკულაცია რასაც ვუწოდე. ჯერ ერთი, აბრაზებენ იმ ხალხს, ატყუებენ და შესაძლოა, ვიღაცას გულწრფელი ემოციაც ჰქონდეს. კაცს რომ ეტყვი, ვითომ მდინარაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეობას გართმევენ, ეს არის ბინძური ტყუილი, რომელიც ჩვენ დასაზიანებლადაა და ამ ნარატივს არ გავუტარებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები