ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულმა დროებითმა კომისიამ მომავალი წლის სამოქმედო გეგმებზე იმსჯელა

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს და კომისიის საქმიანობის სამომავლო გეგმები განსაზღვრეს.

„დღევანდელ სხდომაზე ვიმსჯელეთ 2023 წლის განმავლობაში განსახილველ საკითხებზე. ჩვენი მოსაზრებები, ზოგადად შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, მოვიყვანეთ იმ თემებთან თანხვედრაში, რომლებიც მომავალ წელს იქნება აქტუალური. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოპოზიციის და უმრავლესობის წარმომადგენლებს ამ თემებზე პრაქტიკულად ერთნაირი შეხედულებები აქვთ. არის გარკვეული, საგანგებო მნიშვნელობის საკითხები, რომლებიც უნდა აისახოს სახელმწიფო სტრატეგიაში, რომელზეც ახლა მუშაობს სამთავრობო უწყებათაშორისი კომისია როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში. სწორედ ამ თემებზე იქნება საუბარი ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის მიერ პარლამენტში უახლოეს პერიოდში ანგარიშის წარდგენის დროს”, – განაცხადა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები