მამუკა მდინარაძე: არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ადამიანი წაიყვანონ ფრონტის წინა ხაზზე

დღეს, ამ მიმოწერით, სადაც ჩანს, რომ სთავაზობენ გარკვეულ თანხას, ნათელი გახდა, რომ ასეთი შეთავაზებებიც არის, არა მხოლოდ გულწრფელ მოტივებთან დაკავშირებული, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართველებს უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ თანხას სთავაზობენ.

როგორც მან გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ადამიანი წაიყვანონ ფრონტის წინა ხაზზე.

„მართლა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ღრმად სწამთ, რომ ისინი ამავდროულად თავისი სამშობლოსთვის და თავისუფლებისთვის იბრძვიან და უდიდესი პატივისცემა იმ ადამიანებს. მათ შორის შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც საშინლად იქცევიან, პოლიტიკურ კონტექსტში, საშინლად დამაზიანებელ მესიჯებს ახმოვანებენ, მაგრამ შეიძლება არაფერი ჰქონდეთ საერთო იმ სკანდალთან, რომელიც რამდენიმე საათის წინ გასკდა. ეს უნდა ვაღიაროთ.

ასევე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ადამიანი წაიყვანონ ფრონტის წინა ხაზზე. რიგ შემთხვევაში, ეს ანაზღაურებაც არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ანაზღაურების სანაცვლოდ არის ადამიანი წასული. არ გამოვრიცხავ პოზიციების დამთხვევას, რომ გულწრფელად უნდა იბრძოლოს ადამიანს, ასევე პატრიოტული მოტივებით, მაგრამ მათ შორის დამატებითი ფაქტორი იყოს გარკვეული ანაზღაურება. მაგრამ ის ხალხი, რომელიც სარგებლობს ადამიანის ერთი მხრივ, გულწრფელი მოტივებით და მეორე მხრივ, გაჭირვებით, მე იმ ხალხზე მაქვს საუბარი“, – განაცხადა მდინარაძემ.

POSTV-ის ინფორმაციით, ნონა მამულაშვილის ძმის დაქვემდებარებაში მყოფი „ლეგიონი“ადასტურებს, რომ ნამდვილად სთავაზობს ქართველებს უკრაინაში ბრძოლას თანხის სანაცვლოდ, რაც თვეში 2000 დოლარზე მეტს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები