Postv: მამუკა მამულაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი „ლეგიონი“ ადასტურებს, რომ ქართველებს უკრაინაში ბრძოლას თანხის სანაცვლოდ სთავაზობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნონა მამულაშვილის ძმის დაქვემდებარებაში მყოფი „ლეგიონი“ადასტურებს, რომ ქართველებს უკრაინაში ბრძოლას თანხის სანაცვლოდ სთავაზობს. ამის შესახებ Postv-ანალიტიკა სოციალურ ქსელში წერს.

მათივე ცნობით, შეთავაზებული თანხა თვეში 45 000 გრივნას შეადგენს, რაც 2 000 აშშ დოლარზე მეტია.

„რადიკალური ოპოზიციის და მათი კონტროლირებადი მედიის მხრიდან გავეშებული თავდასხმა მოჰყვა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებებს, როდესაც მათ თქვეს, რომ არიან დაჯგუფებები, რომლებსაც უკრაინაში ქართველები მიჰყავთ და საომარ მოქმედებებში რთავენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში საჯაროდ იძებნებოდა, ტელეკომპანია „პოს ტვ“-მ ჩაატარა ექსპერიმენტი და სოციალურ ქსელში მითითებულ შესაბამის ნომრებზე უკრაინაში მყოფ დაჯგუფებას დაუკავშირდა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნონა მამულაშვილის ძმა, მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობს. მიმოწერის დროს დაგვიდასტურეს, რომ ეგრეთწოდებული „ლეგიონი“ ნამდვილად სთავაზობს ქართველებს უკრაინაში, საომარ მოქმედებებში ჩართვას, თანაც თანხის სანაცვლოდ. შემოგვთავაზეს კონკრეტული თანხა – 45 000 გრივნა თვეში, რაც მათივე თქმით 2 000 აშშ დოლარზე მეტია“, – ნათქვამია POSTV-ის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები