გერმანიაში მთავრობის დამხობის მცდელობის ბრალდებით 25 ადამიანია დაკავებული, მათ შორის ერთი რუსეთის მოქალაქეა

გერმანიაში მთავრობის დამხობის მცდელობისთვის „რაიხსბურგერების“ – მემარჯვენე რადიკალური მოძრაობის წევრების წინააღმდეგ სპეცოპერაციის ფარგლებში, 25 ადამიანია დაკავებული, მათ შორის ერთი რუსეთის ხოლო დანარჩენი გერმანიის მოქალაქეა.

საქმის ფარგლებში, თითო ადამიანი ასევე დააკავეს ავსტრიასა და იტალიაში.

გერმანული პროკურატურის ცნობით, დაკავებულთა შორის არის პრინცი ჰაინრიხ XIII, რომელსაც შეთქმულების მონაწილეები გერმანიის ხელისუფლებაში მოსასვლელად ამზადებდნენ. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ჰაინრიხ XIII-ს კონტაქტი ჰქონდა რუსეთის ოფიციალურ პირებთან, რათა მთავრობის დამხობის შემდეგ გერმანიაში ახალი წესრიგი ჩამოეყალიბებინა.

როგორც მედია წერს, დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჰაინრიხ XIII-ს ამ კონტაქტების დამყარებაში ეხმარებოდა.

დაკავებულებს შორის ასევე არიან ბუნდესვერის სპეციალური დანიშნულების რაზმის მოქმედი წევრი და რამდენიმე რეზერვისტი.

წინასწარი ცნობით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 2021 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობდა. გამოძიების ცნობით, შეთქმულების მონაწილეები ბუნდესტაგის შტურმს და პოლიტიკოსების მძევლად აყვანას გეგმავდნენ. პროკურატურის ვერსიით, მათ იმედი ჰქონდათ, რომ ამის შემდეგ გერმანიაში არეულობა დაიწყებოდა, რასაც გადატრიალება მოჰყვებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები