სოზარ სუბარი – უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე: უდიდესი ტრაგედია მოხდა, მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულების მშობლებს, მეგობრებს, მთელ საქართველოს, ეს ყველასთვის დიდი დანაკლისია

უდიდესი ტრაგედია მოხდა და მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულების მშობლებს, მეგობრებს და საქართველოს, იმიტომ, რომ ეს ყველასთვის დიდი დანაკლისია. უკვე სამ ათეულს გადააჭარბა უკრაინაში დაღუპული ქართველი ვაჟკაცების რაოდენობამ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სოზარ სუბარმა, „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

ამასთან, სოზარ სუბარმა ოპოზიციის მიერ საახალწლო დღეებთან დაკავშირებული კრიტიკის შესახებაც ისაუბრა და გაიხსენა 2008 წლის ომი, როდესაც ქართველი დაღუპული გმირების ცხედრებიც არ იყო ნაპოვნი და იმდროინდელი ხელისუფლებისა და ახლანდელი ოპოზიციის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს.

„მართლა უდიდესი ტრაგედია მოხდა და მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულების მშობლებს, მეგობრებს და საქართველოს, იმიტომ, რომ ეს ყველასთვის დიდი დანაკლისია. უკვე სამ ათეულს გადააჭარბა უკრაინაში დაღუპული ქართველი ვაჟკაცების რაოდენობამ. ბოლო 30 წელი ჩვენ გავატარეთ დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ეს ბრძოლა გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველო არ იქნება თავისუფალი და ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება. ამ ბრძოლაში ძალიან დიდი მსხვერპლიც გავიღეთ და სამწუხაროდ, ეს გრძელდება, მაგრამ ოპოზიციამ შეძლო და ეს ყველაფერი დააკავშირა ახალ წელთან, დაიწყეს შავი ლენტებით სირბილი…

უკრაინაში ომია – ყოველდღე კვდება ათობით და ზოგიერთ დღეებში, ასობით ადამიანიც. მებრძოლებიც, მშვიდობიანი მოქალაქეებიც, იბომბება ქალაქები, მაგრამ, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ ოკუპანტს უფლებას არ მისცემს, კიეველებს ახალი წელი მოპარონ და რომ ახალი წლის ზეიმი იქნება. აქ კიდევ (ოპოზიცია) ცდილობს, რომ საპირისპირო გააკეთოს. თან, ამას ის ადამიანები ცდილობენ, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ომის დღეებში, როცა რამდენიმე ასეული ქართველი ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოქალაქის ცხედრები არათუ დასაფლავებული – ნაპოვნიც კი არ იყო, როდესაც ოკუპირებული იყო გორი – საქართველოს გული, ხაშური, ზუგდიდი, ფოთი, სენაკი – მთელ საქართველოში იყო გაბნეული რუსეთის ჯარი, ამ დროს მათ რუსთაველზე გამართეს კონცერტი და საერთოდ არ ახსოვდათ არც ოკუპირებული ტერიტორიები, არც ის, თუ რა დღეში იყვნენ იქ ჩარჩენილი ჩვენი მოქალაქეები და არც ის მიცვალებულები, რომელთა გადმოსვენებაზეც მათ არ უზრუნიათ. დღეს, როცა იგივე ადამიანები დარბიან შავი ლენტებით, ეს არის ფარისევლობისა და მათი ორმაგი სახის ყველაზე მკაფიო მაგალითი. ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერი პოლიტიკოსებისა თუ „ენჯეოების“ ყველაზე სამარცხვინო სახე. გადახედონ, რა ხდება უკრაინის მეზობელი ქვეყნების ქალაქებში – ვარშავაში, კიშინიოვში, პრაღაში – მაინცდამაინც საქართველო უნდა იყოს გამონაკლისი? ამ ორმაგი სტანდარტის გამო არ სცემს მათ ხალხი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები