,,პირველი სიყვარული” – 2023 წლის კალენდრის წარდგენა, ძველი თბილისი და ქართული ხალხური სიმღერები

თამაზ ჯალაღანია და თამარ ლომიძე

6 დეკემბერს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში, პოეტისა და მხატვრის, თამარ ლომიძის ნამუშევრებით გამოცემული 2023 წლის კალენდრის წარდგენა გაიმართება.
„ეს კალენდარი ბავშვობის ყველაზე ტკბილ და სპეტაკ გრძნობაზე, პირველ სიყვარულზეა, ჩვენს ბავშვობისდროინდელ თბილისზეა, ყველას რომ გვენატრება თავისი განსაკუთრებული ურთიერთობებით.
კალენდარში წარმოდგენილი ნამუშევრები ნორვეგიაში, პანდემიის დროს შექმნილია. ნოსტალგიამოძალებულს, ბავშვობაზე, წარსულზე ფიქრი არ მასვენებდა.უცხოეთში ხომ გამძაფრებული გვაქვს მონატრების გრძნობა…
ამ ნამუშევრებზე მუშაობამ გადამატანინა დეპრესიაც და ჩემი ქვეყნის, ძველი თბილისის, სახლის მონატრება. ეს საღამო სწორედ ჩვენი ბავშვობის თბილისს ეძღვნება. მინდა მთელი წელი თქვენთან იყოს კალენდრის სახით. ასევე მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე საკუთარი ნამუშევარი, ძველი თბილისის მოტივებზე შესრულებული, ნამუშევრები შესრულებულია როგორც ზეთში, ასევე – შერეული ტექნიკით. მოგეფერებით საკუთარი ლექსებით. ჩემი ნორვეგიელი მეუღლე, სვენდ ვოგე მეგობრებთან ერთად შეასრულებს ქართულ ხალხურ სიმღერებს და ასე მოგილოცავთ დამდეგ 2023 წელს. ვინაიდან ღონისძიებას ძველ თბილისს ვუძღვნით, მოწვეული გვეყოლება ძველი თბილისის კოლორიტი, საოცარი ოქრომჭედელი და ოსტატი, ბატონი თამაზ ჯალაღანია. გელოდებით დიდი სიყვარულით“, – ნათქვამია თამარ ლომიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები