დავით სონღულაშვილი საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტს და „ისრაელის სახლის” დამფუძნებელს, იციკ მოშეს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრისას, ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.

მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შესახებ ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის და კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას, რაც საქართველოს მიმართ ისრაელის საქმიანი წრეებისა და კომპანიების ინტერესის გაზრდას და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს. შეხვედრისას, მომავალში მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოითქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები