გივი მიქანაძე: მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო  დაღუპული თანამემამულეების ოჯახებს – ეს არის რუსეთის მიერ წარმოებული აგრესია უკრაინაში

“მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო ჩვენი დაღუპული თანამემამულეების ოჯახებს. ეს არის რუსეთის მიერ წარმოებული აგრესია უკრაინაში, სადაც ვიცით, რომ, დღეის მდგომარეობით,  ჩვენი 33 თანამემამულე შეეწირა ამ ბრძოლას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ცალსახად გამოხატა დაღუპული სამხედროების მიმართ მხარდაჭერა, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითოეული მათგანი სამხედრო პატივით დაეკრძალათ.

“ცალსახად გამოხატა დაღუპული თანამემამულეების მიმართ მხარდაჭერა, როდესაც მიიღო ხელისუფლებამ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ თითოეული მათგანი სამხედრო პატივით დაიკრძალოს და ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც დაიღუპა და გადმოსვენებულ იქნა უკრაინიდან, სწორედ სამხედრო პატივით იქნენ დაკრძალული. საუბარი იმაზე, რომ მმართველი გუნდი არ იზიარებს – ეს არის სპეკულაცია და არასწორი ინფორმაცია, მით უმეტეს, მიუღებელი არის იმ ადამიანებისგან ეს განცხადებები და ამ შემთხვევაში ხვდებით, რომ რადიკალურ ფრთაზე მაქვს საუბარი, რომელთაც 2008 წელს შუა ომში მიატოვეს”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები