ხათუნა სამნიძე: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში ნიდერლანდების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცესში ნიდერლანდების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

შესაბამისად, მისივე თქმით, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი უმნიშვნელოვანესია.

„ეს ვიზიტი უმნიშვნელოვანესია, რადგან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში ნიდერლანდების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩემი აზრით, არა მხოლოდ ეს ვიზიტი, სხვა ვიზიტებიც უნდა დაიგეგმოს. ძირითადი საკითხია საქართველოს მხრიდან ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორების დღის წესრიგშია, ასევე იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა მიიღონ დადებითი გადაწყვეტილება და ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები