ალექსანდრე რაქვიაშვილი: ეუთო/ოდირ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს საკმაოდ პოზიტიური დისკუსია იყო

გავეცნობი რეკომენდაციებს. ზოგადად, ჩვენ პირველი მოსმენის დროსაც დავუჭირეთ ცვლილებებს მხარი. მივიჩნევთ, რომ ეს ცვლილებები წინ გადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ დასკვნაში რაღაც განსაკუთრებულად ცუდი დაიწერებოდა.

“რეკომენდაციები თუ მოვიდა და მათ დამატებით შევასრულებთ, ჩვენი მხარდაჭერა ექნება, თუ იმ რეკომენდაციებში რაიმე წარმოუდგენელი არ წერია. ზოგადად, ეუთო/ოდირ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს საკმაოდ პოზიტიური დისკუსია იყო და არ მაქვს მოლოდინი, რომ რაღაც განსაკუთრებულად ცუდი დაიწერებოდა. ალბათ პირიქით, შევძლებთ, მეტად გავაუმჯობესოთ ცვლილებები. 12 პუნქტიდან საარჩევნო რეფორმა ყველაზე მშვიდი და კონსტრუქციული პროცესის შედეგი იყო. ის ცვლილებები, რაც მიღებულია, წინგადადგმული ნაბიჯია, იმის მიუხედავად, რომ იყო ცვლილებები, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით, მაგრამ, საბოლოოდ, ამ ცვლილებებს მხარი დავუჭირეთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები