გივი მიქანაძე: სრული მზაობა გვაქვს, რომ, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მოხდეს ახალი სახალხო დამცველის არჩევა

ვფიქრობ, არის შესაძლებლობა, შევჯერდეთ კონკრეტულ კანდიდატზე და შემდეგ კვირას საქართველოს ახალი სახალხო დამცველი აირჩეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ  განაცხადა.

“ქართული ოცნების” დეპუტატის შეფასებით, ახალი სახალხო დამცველის კანდიდატურის შესარჩევი პროცედურები უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ წარიმართა, რასაც ყველა აღიარებს და მისასალმებელია.

„პროცესი დასკვნით ეტაპზეა გადასული. გასულ კვირას დაიწყო კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო. იცით, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის რამდენიმე კონსულტაცია გაიმართა. წარმოდგენილი 19 კანდიდატი დავიდა 8 კანდიდატის მოცემულობაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარია ერთი კანდიდატზე მოხდეს შეჯერება. ეს კონსულტაციები მიმდინარე კვირაში აქტიურად გაგრძელდება. ჩვენ სრული მზაობა გვაქვს, რომ, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მოხდეს ახალი სახალხო დამცველის არჩევა. თუმცა, ჩვენთვის წითელ ხაზებად რჩება კრიტერიუმები, რომელიც დაკავშირებულია არა მხოლოდ პროფესიონალიზმთან და გამოცდილებასთან, არამედ აპოლიტიკურობასა და მიუკერძოებლობასთან. ვფიქრობ, არის შესაძლებლობა შევჯერდეთ კონკრეტულ კანდიდატზე და შემდეგ კვირას საქართველოს ახალი სახალხო დამცველი აირჩეს. თუმცა, ყველაფერ ამას გვაჩვენებს ის კონსულტაციები, რომელიც მიმდინარე კვირას წარიმართება და რა შედეგებით დასრულდება“, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები