გივი მიქანაძე – საარჩევნო ბარიერზე: სანამ ოპოზიციის შესაბამისი წარმომადგენლები კონსტრუქციულ რეჟიმში არ გადავლენ, ეს პროცესი წინ ვერ წაიწევს

სანამ ოპოზიციის შესაბამისი წარმომადგენლები კონსტრუქციულ რეჟიმში არ გადავლენ, ეს პროცესი წინ ვერ წაიწევს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო ბარიერის დაწევაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს ამ საკითხის მიმართ პოლიტიკური მზაობა აქვს.

„ჩვენ ვთქვით, რომ სანამ ოპოზიციის შესაბამისი წარმომადგენლები კონსტრუქციულ რეჟიმში არ გადავლენ, ეს პროცესი წინ ვერ წაიწევს, თუმცა, პოლიტიკური მზაობა ჩვენ ამის გაგვაჩნია. ამ ეტაპზე, არანაირი ნიშანწყალი ამ კონსტრუქციულობის არ იკვეთება, რის გამოც ეს პროცესი ჯერჯერობით გაჩერებულია“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები