გიორგი ვოლსკი: კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის კიდევ უფრო დააკნინებს რადიკალურ ოპოზიციას – საერთოდ გააქრობს პოლიტიკური სივრციდან

ამ ეტაპზე ვსაუბრობთ იმ სამწუხარო რეალობაზე, როდესაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ექაჩება ამ ქვეყანას, რომ როგორმე გადაიჩეხოს ამ ვითარებაში, რომელსაც ომის ცეცხლი ჰქვია. იქნება თუ არა ეს წარმატებული? მე მგონი, ვერ იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„კანდიდატობა სერიოზულ დარტყმას მიაყენებს იმ საპირწონე პოლიტიკურ ძალას, რომელიც, მათ შორის ამ ხალხის მხარდაჭერით, გვიპირისპირდება. კანდიდატობის სტატუსი მოცემა საქართველოსთვის ხომ ფაქტობრივად დაამთავრებს ყველანაირ სპეკულაციას და კიდევ უფრო დააკნინებს რადიკალურ ოპოზიციას. საერთოდ გააქრობს პოლიტიკური სივრციდან“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები