გიორგი ვოლსკი – ზოგიერთ პოლიტიკოსზე: პრაგმატული გათვლა აქვთ; რაც უფრო ცუდად იქნება სააკაშვილი, ეს მეტ საშუალებას მისცემთ, რომ პროპაგანდა იყოს ეფექტური

პრაგმატული გათვლა აქვთ. რაც უფრო ცუდად იქნება სააკაშვილი, ეს მეტ საშუალებას მისცემთ, რომ პროპაგანდა იყოს ეფექტური, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ყველაფრის მიუხედავად, სააკაშვილი მთავარი თემა ვერ გახდა. ამის გარშემო იქმნება ერთი სერიოზული დაჯგუფება, როგორც ფრონტზე ხდება სამხედრო ძალების მობილიზება, ზუსტად ასე, მთელი პროპაგანდისტული და პარტიული ლიდერშიპია ამაში ჩარეული, როგორმე ეს აამუშაონ საზღვარგარეთისთვის საყურადღებოდ. იქაც, დამერწმუნეთ, ადამიანთა საკმაოდ დიდი ჯგუფი არსებობს, რომელიც რეზოლუციებზე ისე აწერს ხელს, თუნდაც, ევროპარლამენტის რეზოლუცია ავიღოთ. რომ მისი ემოციური დამოკიდებულებაა მთავარი და ამ ემოციურ დამოკიდებულებას შემდეგ მართავენ საკმაოდ სოლიდური და საკმაოდ გონებაგახსნილი და ჩვენს წინააღმდეგ მომართული პოლიტიკოსები. გვარები შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, მასხრად ნუ ავიგდებთ. თუნდაც, კუბილიუსი, მისი ყოფილი თავდაცვის მინისტრი, იუკნევიჩიანე. გვარების ჩამოთვლა შეგვიძლია, ყველამ ვიცით. ამის გარშემო ხდება მობილიზება. ვინაიდან სხვა თემამ არ გაამართლა. პრაგმატული გათვლა აქვთ. რაც უფრო ცუდად იქნება სააკაშვილი, ეს მეტ საშუალებას მისცემთ, რომ პროპაგანდა იყოს ეფექტური“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები