გოგა ხაინდრავა: ნებისმიერი ხელისუფლების საძირკველი საზოგადოების ნდობაა, ამიტომ არის პათოლოგიური სიცრუე, ცილისწამება ყველა მხრიდან

ნებისმიერი ხელისუფლების საძირკველი რა არის? – საზოგადოების ნდობა. ამიტომ არის ეს პათოლოგიური სიცრუე, ცილისწამება ყველა მხრიდან. მშვიდობას რომ ბრძოლას დაუწყებენ, წარმოგიდგენიათ, ამის იქით რაღა უნდა იყოს, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ გოგა ხაინდრავამ განუცხადა.

„ერთადერთი ჩვენი ქვეყანა არის საქართველო, ამიტომ ბუნებრივია, მისი ფეხქვეშ ამოდება უნდა ყველას. ამას თავისი რეზიდენტურის მეშვეობით აკეთებენ და რა არის ამისთვის საჭირო? ამისთვის საჭიროა, რომ არსებულ ხელისუფლებას, რომელიც არ ნებდება სხვის ნებას იმ ხელისუფლებას, საძირკველი დაუნგრიო. ნებისმიერი ხელისუფლების საძირკველი რა არის? – საზოგადოების ნდობა. ამიტომ არის ეს პათოლოგიური სიცრუე, ცილისწამება ყველა მხრიდან. მშვიდობას რომ ბრძოლას დაუწყებენ, წარმოგიდგენიათ, ამის იქით რაღა უნდა იყოს? მშვიდობას ებრძვიან. ამაში აძლევენ მაგას, გიგაურს, ლაკა ხოშტარიას, კაპანაძე იქნება თუ კიკო ვაშაძე იქნება თუ სხვა, რა მნიშვნელობა აქვს?! ფულს ამაში აძლევენ. სხვა რა დანიშნულება აქვთ, რა სიკეთე მოაქვთ ამ ქვეყნისთვის?! მაგათი გაკეთებული ერთი საქმე თუ გინახავთ?! ამ ქვეყნის მშენებლობაზე დადებული ერთი აგური?!“, – განაცხადა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები