მამუკა მდინარაძე: პირველი რიგის ამოცანა და გეგმა იყო მიშას ჩამოყვანა და საქართველოს არევა

პირველი რიგის მიზანი, ამოცანა და გეგმა იყო მიშას ჩამოყვანა და საქართველოს არევა, – ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მიშა დააკავეს, აღმოჩნდა ციხეში და იხდის სასჯელს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიც მიდის სასამართლო პროცესები. ამის შემდეგ ამდენი გეგმა გაგახსენდებათ, იმდენი კრახი იყო მათ ანგარიშზე – მთელი ეს აქციები, სხვადასხვა პიარ კამპანია. იმის შემდეგ სულ იყო მცდელობა ამ ქვეყნის ტურბულენტურ მდგომარეობაში მოხვედრისა“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები