გია ცაგარეიშვილი: სააკაშვილის ბედი გადაწყვიტა სამართლიანმა სასამართლომ და მან თავად გადაწყვიტა თავისი ბედი, როდესაც დაადგა ავაზაკობისა და კაცის კვლის გზას 2006 წელს

„ქართული ოცნება“ ვერ გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილის ბედს, მისი ბედი გადაწყვიტა მართლმსაჯულებამ, სამართლიანმა სასამართლომ და მან თავად გადაწყვიტა თავისი ბედი, როდესაც დაადგა ავაზაკობის, კაცის კვლის გზას 2006 წელს, მან მაშინ გამოუტანა თავის თავს განაჩენი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენ სხვა რამეზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ამ უმძიმეს ჟამს, რომელიც პლანეტას უდგას და გადართული ვართ იმაზე, როგორ მოვიგერიოთ ეს ტყუილ-მართალი, რომელიც მომდინარეობს ე.წ. მოწინავე, როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებენ ოპოზიციური პარტიისგან. ეს საოცარი სიყალბისა და სიცრუის კორიანტელი, რომელიც ქვეყნის შიგნითაც აქვთ ამ ადამიანებს დაყენებული და მათი ლობისტები უკვე ღიად, ყოველგვარი დაფარვის გარეშე და ასევე სხვადასხვა პარტიზანული მეთოდის გამოყენებით მოედინება ეს სიცრუე და სიყალბე დასავლეთიდან აქეთ. ეს რა თქმა უნდა, პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობ ასე, რომ ამ პრობლემას მოევლება მხოლოდ სამართლისა და კანონიერების ჩარჩოებში. არც მე არავინ არაფერს მეკითხება, ვის დააკავებენ ამ ქვეყანაში და ვის გაათავისუფლებენ, არც აღმასრულებელი ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არვინ ეკითხება, როდის დააკავებენ რომელიმე კრიმინალსა და დამნაშავეს და შემდეგ როგორ გათავისუფლდება იგი საპატიმროდან. ეს არ არის ჩვენი საქმე. ეს იყო აღმასრულებელი ხელისუფლების საქმე. ისინი ერეოდნენ მართლმსაჯულების განხორციელებაში და ეს ამბავი დასრულდა ამ ქვეყანაში დაახლოებით ათი წლის წინ. შეეშალათ მისამართი, როდესაც პარტიულ ოფისთან მობრძანდნენ. პარტია არ წყვეტს ამას. პარტია წყვეტდა ამას „ნაციონალური მოძრაობის“ დებულებასა და წესდებაზე რომ ჰქონდათ ფიცი დადებული ავაზაკებს. „ქართული ოცნება“ ვერ გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილის ბედს, მისი ბედი გადაწყვიტა მართლმსაჯულებამ, სამართლიანმა სასამართლომ და მან თავად გადაწყვიტა თავისი ბედი, როდესაც დაადგა ავაზაკობის, კაცის კვლის გზას 2006 წელს, მან მაშინ გამოუტანა თავის თავს განაჩენი“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები