რატი იონათამიშვილი: აქციას ფუთავენ, თითქოს სააკაშვილის მხარდამჭერია და როგორც ჩანს, აქციებს ერთმანეთს უწყობენ, რომ როგორმე მეტი მხარდამჭერი ჰყავდეთ

3000-გვერდიანი ნაშრომი დაწერეს და კონკრეტული მაინც ვერ თქვეს, თუ რის საფუძველზე უნდა მოხდეს მისი გაყვანა საზღვარგარეთ. ახლა აქციას მართავენ და მას ფუთავენ, თითქოს სააკაშვილის მხარდამჭერი აქციაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა  „ნაციონალური მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

„3000-გვერდიანი  ნაშრომი დაწერეს და კონკრეტული მაინც ვერ თქვეს, თუ რის საფუძველზე უნდა მოხდეს მისი გაყვანა საზღვარგარეთ. ახლა აქციას მართავენ და მას ფუთავენ, თითქოს სააკაშვილის მხარდამჭერი აქციაა და როგორც ჩანს, ერთმანეთს უწყობენ აქციებს იმისთვის, რომ როგორმე მეტი მხარდამჭერი ჰყავდეთ იმ არჩევნებისთვის, რომლის თარიღის ჩანიშვნის უნარიც არ აქვთ. ეს ჯაჭვი აჩვენებს სწორედ თუ როგორი კრიზისია „ნაციონალურ მოძრაობაში“, რაც ნამდვილადაა სამართლიანი და დამსახურებული, ვინაიდან დესტრუქციის იქით ჩვენ ეს პარტია არაფრით გვახსოვს. ფაქტობრივად, ასე ამთავრებენ ისინი არა „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლას“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები