ბაია კვიციანმა კრეატიული ინდუსტრიების საერთაშორისო პოლიტიკის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

„შემოქმედებითი ინდუსტრიები ჩვენი ქვეყნის მდგრადი სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელმოსაჭიდი და იმედის მომცემი მიმართულებაა. ყველამ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი შემოქმედებითი სექტორის სრულფასოვან ინდუსტირად ჩამოყალიბებას,” – ამის შესახებ   კულტურის კომიტეტის წევრმა ბაია კვიციანმა განაცხადა, რომელმაც ბრიტანეთის საბჭოს მოწვევით, სტამბულში 2022 წლის კრეატიული ინდუსტრიების საერთაშორისო პოლიტიკის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სტამბოლის კონფერენციის პროგრამა ეფუძნება შემოქმედებითი ინდუსტრიების პოლიტიკისა და მტკიცებულებების საერთაშორისო ცენტრის (Policy and Evidence Centre) გლობალურ დღის წესრიგს – „გლობალური დღის წესრიგი კულტურული და კრეატიული ინდუსტრიებისთვის” ფორუმში მონაწილეობას მიიღეს შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროს წამყვანმა წარმომადგენლებმა. მსჯელობა გაიმართა შემოქმედებითი ინდუსტრიების წინაშე არსებულ და სამომავლო გამოწვევებზე და პოლიტიკის მიმართულებებზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია შემოქმედებითი ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.
ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ შემოქმედებითი ინდუსტრიების თემებზე მომუშავე საქართველოს, სამხრეთ კავკასიის, დასავლეთ ბალკანეთის, თურქეთის, ცენტრალური აზიის და უკრაინის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები