ლევან ხაბეიშვილი: მე და ჩემს თანამებრძოლებს გვინდა პარტიის გაძლიერება, სამწუხაროდ, აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც უნდა პარტიის დაყოფა და შემდეგ, ალბათ, კარის გაჯახუნება

ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ერთობა, პარტიის გაძლიერება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„სამწუხაროა, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაყოს, დაანაწევროს, პარტიაში აპირებს ვინმესთვის რამეზე ფარდის ახდას. ეს პარტიას აზიანებს. ამიტომ, მე და ჩემს თანამებრძოლებს გვინდა პარტიის გაძლიერება. ჩემდა სამწუხაროდ, აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც უნდა პარტიის დაყოფა და შემდეგ, ალბათ, კარის გაჯახუნება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პროცესი მორჩეს სწრაფად, რომ პარტიამ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ სტაბილურად მობილიზება დაიწყოს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები