ცნობილია, როდის გაიმართება “ნაცმოძრაობაში” პოლიტსაბჭოს სხდომა – კობა ნაყოფიას კომენტარი

“ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტსაბჭოს სხდომა 11 დეკემბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა. ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა ენმ-ის  თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერების ბრიფინგს და აღნიშნა, რომ გაკვირვებულია პარტიის წევრების სიჩქარით.

“მე ახლა ვიმყოფები კიევში. აქ, უკრაინაში, დიდი თუ პატარა და განსაკუთრებით -,პოლიტიკური ელიტა დაინტერესებულია ერთი მთავარი საკითხით საქართველოსთან მიმართებით, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველამ კარგად ვიცით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება და უარესდება. აქ ყველა სვამს მხოლოდ ამ კითხვას და ეს არ არის მხოლოდ კითხვის დასმა, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. ამ ფონზე, მე ცოტა გაკვირვებული ვარ ჩვენი კოლეგების სიჩქარით,” – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები