მიხეილ დაუშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: „ქართულ ოცნებას“ ედავებოდნენ და აღმოაჩინეს, რომ თურმე ოლიგარქი და არაფორმალური მმართველი შიგნით ჰყოლიათ

„ქართულ ოცნებას“ ედავებოდნენ და აღმოაჩინეს, რომ თურმე ოლიგარქი და არაფორმალური მმართველი შიგნით ჰყოლიათ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.

„ჩემგან გვარების დასახელებას რა მნიშვნელობა აქვს? „ქართულ ოცნებას“ ეხმარებიან. მთავარი თემა უნდა იყოს „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა და არის ის, ვინ არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ოლიგარქი და ვინ ებრძვიან ერთმანეთს. ამიტომ, არ მაინტერესებს, მხოლოდ ის მაინტერესებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ნუ ეხმარებიან. ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანას ეხმარებოდნენ, „ქართულ ოცნებას“ ნუ ეხმარებიან“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები