ნიკოლოზ სამხარაძე: გერმანელი მეგობრები ძალიან კარგად იცნობენ ჩვენს რეგიონს, განვიხილეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, ასევე, ნატო-ს გაფართოების თემა

გერმანელი მეგობრები ძალიან კარგად იცნობენ ჩვენს რეგიონს. ყურადღება გამახვილდა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებასა და რუსეთის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძემ ბუნდესთაგში გამართული შეხვედრები შეაჯამა და დასძინა, რომ მომავალი წლის მარტში ბუნდესთაგის დელეგაცია საქართველოს ეწვევა.

„განვიხილეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, ასევე, ნატო-ს გაფართოების თემა, სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები, მათ შორის, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, ასევე, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ძალიან საინტერესო, სიღრმისეული დისკუსია იყო. გერმანელი მეგობრები ძალიან კარგად იცნობენ ჩვენს რეგიონს. შესაბამისად, მათ აინტერესებდათ ჩვენი ხედვა. ასევე, ყურადღება გამახვილდა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებასა და რუსეთის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე. ასევე შევთანხმდით, რომ მომავალი წლის მარტში ბუნდესტაგის დელეგაცია ეწვევა საქართველოს, რათა ვითარებას ადგილზე გაეცნოს“, – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები