მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო უწყება სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევისთვის საჭირო ნიმუშების აღებას სთავაზობს
“ვივამედში” მსჯავრდადებულ ექსპრეზიდენტთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი ტოქსიკოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებით სააკაშვილის პოზიციის გასაგებად და ნიმუშების ასაღებად მივიდა.
გამომძიებლის განმარტებით, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო უწყება სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევისთვის საჭირო ნიმუშების აღებას სთავაზობს.
“ჩვენ ვთავაზობთ მიხეილ სააკაშვილს, რომ ჩატარდეს შესაბამისი ნიმუშების აღება. საქმეზე ჩატარებულია საკმაოდ მოცულობითი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზები. ჩვენ ჩავატარეთ ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. არც ადვოკატების მხრიდან, რომლებიც ჩართული არიან გამოძიების პროცესში, არ ყოფილა გაჟღერებული, რომ შესაძლოა რაიმე უცხო სხეულები ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში,” – განაცხადა გამომძიებელმა.