“ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავემ მოისმინოს უმაღლესი სასჯელი – თქვენ რომ ბიჭი მოკალით, მე ის ბიჭი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე დავმარხე და გგონიათ, სახლში თბილ ლოგინს მივაშურე? არა! მე სახლში თქვენთვის დავბრუნდი!”, – ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ ახსენა, რომ გიგა ავალიანი იყო სრულად უდანაშაულო, ახალგაზრდა მოსამართლემ უშიშრად, სამართლიანი სიტყვით, ღირსეულად დაიცვა, ღირსეული ახალგაზრდის, გიგა ავალიანის ღირსება. მან არა მარტო ჩემი შვილის ღირსება, არამედ საქართველოს მომავალიც დაიხსნა. მე ვიცი საქმის მასალებით ვინ არიან ესენი“, – განაცხადა ეკა კუპატაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდადებულებიდან დემეტრე ჩიქოვანს 9.9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.