“სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ქუთაისსა და ფოთში მარშრუტების ცვლილება განხორციელდა” – მომსახურების სააგენტო
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ქუთაისსა და ფოთში მარშრუტების ცვლილება განხორციელდა.
შესაბამის ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
“ქუთაისში – სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი ოთხივე მარშრუტი ჩანაცვლდა ახალი მარშრუტებით;
ფოთში – სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს დაემატა ოთხი ახალი მარშრუტი, ხოლო „C“ კატეგორიას, ასევე „C1“ და „D1“ ქვეკატეგორიებს ერთი ახალი მარშრუტი.
მარშრუტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – https://shorturl.at/mAkkE“, – წერია ინფორმაციაში.