გია ვოლსკი: პიარკომპანია იმიტომ დაიქირავეს, რომ აბდაუბდა განცხადებები ჩაანაცვლოს, რომელიც მის ჭკუანაკლულ ადვოკატებს, ოჯახის წევრებს თუ მეგობრებს გააჩნიათ

პიარკომპანია იმიტომ დაიქირავეს, რომ აბდაუბდა განცხადებები ჩაანაცვლოს, რომელიც მის ჭკუანაკლულ ადვოკატებს აქვთ, აბდაუბდა განმარტებები, რომელიც ოჯახის წევრებს თუ მეგობრებს გააჩნიათ, რომელმაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა თვითონ „ნაცმოძრაობა“ და პერსონალურად სააკაშვილი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, პიარკომპანიის მიზანია, აბდაუბდა საუბარი კარგად დაფინანსებულმა პიარმა ჩაანაცვლოს.

„პიარკომპანია იმიტომ დაიქირავეს, რომ აბდაუბდა განცხადებები ჩაანაცვლოს, რომელიც მის ჭკუანაკლულ ადვოკატებს აქვთ, აბდაუბდა განმარტებები, რომელიც ოჯახის წევრებს თუ მეგობრებს გააჩნიათ, რომელმაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა თვითონ „ნაცმოძრაობა“ და პერსონალურად სააკაშვილი. სააკაშვილი გამოიტყუეს უკრაინიდან იმის რწმენით, რომ რევოლუციას მოახდენდა და მუდმივად უჩიჩინებდნენ იმას, რომ აღმოსავლეთის ლიდერია, ვაშინგტონია და ის რესურსი გააჩნია, რომ საქართველოში ხელისუფლება ამოატრიალოს. შემდეგ მუდმივად უჩიჩინებდნენ, რომ მისი თვითდაზიანება აუცილებელია ამ ბრძოლისთვის, რომ თუკი შიმშილობაზე უარს იტყვის, ეს იქნება დიდი იდეის, „ნაცმოძრაობის“ იდეის ღალატი. შემდეგ კი გამოაცხადეს ჭკუანაკლულად თავისივე პარტიის წევრებმა, რა კომენტარებს და განცხადებებსაც აკეთებდნენ. ამ ყველაფერმა შექმნა დამოკიდებულება მათ მიმართ. ახლა პიარისთვის გაურკვეველ კომენტარებს ასაჯაროებენ და პიარკომპანიის დაქირავების იდეაც ამიტომ გაჩნდა, რომ მან წარმართოს პიარი და არა ადამიანებმა, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ, რა არის საჭირო საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით ამ ქვეყნისთვის. მათი ერთადერთი მიზანია, როგორმე ისარგებლოს კეზერაშვილის მიერ დაფინანსებულმა „ნაცმოძრაობამ“. აბდაუბდა საუბარი უნდა ჩაანაცვლოს ალბათ, კარგად დაფინანსებულმა პიარმა. ესეც მოიფიქრა ალბათ, იმ ჯგუფმა, რომელიც რეალურად მართავს სააკაშვილის გარშემო გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალას,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები