ქადაგიშვილი – სააკაშვილზე: არ აქვთ იმედი, რომ რეალური სამედიცინო დასკვნა იქნება მისი გათავისუფლების საფუძველი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ოჯახის მიერ ლობისტი კომპანიის დაქირავების მიზანი კანონზე, სასამართლოსა და საზოგადოებაზე ზეწოლაა.
„არ აქვთ იმედი, რომ რეალური სამედიცინო დასკვნა იქნება მისი გათავისუფლების საფუძველი, ამიტომ, როგორც აქამდე, ახლაც გარკვეული პიარკამპანია უნდათ, გამართონ გლობალური მასშტაბით, რომ ზეწოლა მოახდინონ კანონზე, სასამართლოსა და საზოგადოებაზე“, – თქვა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, გიული ალასანიამ ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც პიარ-კამპანიას გაუწევს ქვეყნიდან სააკაშვილის გაყვანას.