მიხეილ ყაველაშვილი: უსაფუძვლოა პრეტენზია, რომ თითქოს, ხელისუფლება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს არ ესაუბრება – პარლამენტის თავმჯდომარეც და პრემიერ-მინისტრიც მუდმივად მართავენ შეხვედრებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, უსაფუძვლოა პრეტენზია, რომ თითქოს, ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორებს არ ესაუბრება.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეც და პრემიერ-მინისტრიც მუდმივად მართავენ შეხვედრებს.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველოში მშვიდობა იყოს, ეკონომიკური განვითარება შენარჩუნდეს. ეს ყველაფერი ბევრისთვის, შეიძლება, არც არის ხილული, რადგანაც მათ ჯიბეზე არ ისახება, მაგრამ ხომ ვხედავთ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში? საქართველო ნამდვილად კარგად იქცევა, სწორ ნაბიჯებს დგამს და დამოკიდებულება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, ევროკავშირისგან და მუდმივი პრეტენზია იმაზე, რომ [ხელისუფლების წარმომადგენლები] არ ჩადიან, არავის ელაპარაკებიანო, უსაფუძვლოა. პარლამენტის თავმჯდომარეც და პრემიერ-მინისტრიც მუდმივად მართავენ შეხვედრებს. ამას ხედავს ქვეყნის მოსახლეობის ჯანსაღი ნაწილი, ვინც საქართველოს კრიტიკული, მაგრამ ჯანსაღი თვალით უყურებს. ნებისმიერი მოქალაქე – მეც და თქვენც – ვერ ვგრძნობთ, რომ დემოკრატიაა საქართველოში? ფოტიგა, გონჩარენკო, იან კელი და ა.შ. „დემოკრატიულ უკუსვლაზე“ გვესაუბრებიან – ეს ზეწოლა ახლა უფრო გაღრმავდება, უფრო მეტი ჩართულობა იქნება. შეეცდებიან, როგორმე შეგვაცოდონ ეს ადამიანი [სააკაშვილი], ჰუმანური საკითხები წამოსწიონ წინ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები