„მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ – ილია დარჩიაშვილი
ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მისამართით ცალსახაა, ყოველთვის ვსაუბრობთ ამ თემაზე და მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
„ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც აქამდე გვქონდა იდენტიფიცირებული უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.